ვინეგრეტი „Старорусский“

ინგრედიენტები : 2 თავი ჭარხალი, 3-5 კარტოფილი, 3 მჟავე კიტრი, 100 გ თეთრი სოკოს მარინადი, მარილი და პილპილი გემოვნებით, 50 გრ კაპერსები, 100 გრ თეთრი ლობიო, 100 გრ ფარგა (ერთგვარი თევზი), ცოტაოდენი კომბოსტო, 1 ჩ/კ მდოგვი, 3 ს/კ მცენარეული ზეთი, 0,5 ჭ თეთრი ღვინის ძმარი

მომზადება: ჭარხალი მოვხარშოთ ან ღუმელში შევაცხოთ. კარტოფილი და თეთრი ლობიო მოვხარშოთ. კომბოსტო წვრილად დავჭრათ, მდუღარე წყალი დავასხათ და დავტოვოთ დამბალი, სანამ არ დარბილდება. შემდეგ გადავწუროთ. ფარგა შევწვათ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მზა ჭარხალი, კარტოფილი, სოკო და მჭავე კიტრი დავჭრათ კუბიკებად, დავუმატოთ ლობიო, კომბოსტო, კაპერსები და კუბიკებად დაჭრილი თევზი. მოვასხათ სოუსი „ვინეგრეტი“ და ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ. სოუსი ვინეგრეტისთვის: ავიღოთ ცოტა ცივი წყალი, შევურიოთ ცოტა შაქარი, მდოგვი, მარილი, პილპილი და თქვეფა-თქვეფით თანდათანობით ჩავუმატოთ ჯერ ზეთი და შემდეგ ძმრით გავაზაოთ. სალათა სასალათე ჭურჭელში გორასავით დავახვავოთ და ტრადიციულად, თხლად დაჭრილი ჭარხლისა და მჟავე კიტრის ნაჭრებით მოვრთოთ.

გემრიელად მიირთვით!

დატოვე კომენტარი