” პიშკები “

ddddd  ინგრედიენტები:  500გრ. (3–4ჭ) ფქვილი, 100გრ. მარგარინი (1/2), 50გრ. შაქარი (2ს/კ ), 3 კვერცხის გული, 100გრ. არაჟანი, სოდა და ლიმონის მჯავა (დანის წვერით), შაქრის პუდრა, ვანილი, ზეთი.

   მომზადება: ფქვილს შეურიეთ სოდა და ლიმნის მჯავა , ვანილი, დაამატეთ დარბილებული მარგარინი და დანით ჩაჭერით. მარგარინიან მასას დაამატეთ შაქარი, კვერცხის გულები და არაჟანი. მოზილეთ ცომი. დაუყოვნებლივ გააბრტყელეთ 0,5 სანტიმეტრზე ცომი. ჭიქის პირით გამოჭერით წრეები და შუაგული გამოჭერით თითით. მოამზადეთ დიდი რაოდენობით ადუღებულ ზეთში სანამ არ გაოქროსფერდება.  ზეთიდან ამოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე გასაშრობად. მომზადებული “პიშკები”  მოათავსეთ დესერტის თეფშზე მოაყარეთ შაქრის პუდრა და მიირთვთ ცხელი.

გემრიელად მიირთვით!

დატოვე კომენტარი