40 პატარა შუსთვის: 125 მლ რძე, 100 გრ კარაქი, მარილი, 150 გრ ფქვილი, 4 კვერცხი, 300 გრ შებოლილი თევზი (მაგალითად ქაშაყი ან სკუმბრია), 200 მლ არაჟანი, 1 კონა კამა, ლიმონის გახეხილი ცედრა, თეთრი პილპილი
მომზადება: რძე, 125 მლ წყალთან, ¼ ჩ/კ მარილთან და კარაქთან ერთად მივიყვანოთ ადუღებამე. ჩავაყაროთ ფქვილი და მორევა-მორევით ვხარშოთ მაგარი ცომის მიღებამდე (გამზადებული ცომი ქვაბის კელებიდან მოშორებას დაიწყებს). ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ და ოდნავ შევაგრილოთ. ჯერ კიდევ თბილ ცომში სათითაოთ ჩავაზილოთ კვერცხები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ღუმელი გავახუროთ 200°C-მდე. საცხობ ფიფიტას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი. ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო შპრიცში და საცხობ ფირფიტაზე დავაჯინოთ პატარა ვარსკვლავები ან ყვავილები (პროფიტროლების დასმა შპრიცის გარეშე ჩაის კოვზითაც შეიძლება, მაგრამ მაშინ იდეალური ფორმის არ გამოვა). გამოვაცხოთ დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში. ცხობის პროცესში ღუმელის კარს ნუ გააღებთ, თორემ ნამცხვარი ჩავარდება! გამომცხვარი პროფიტროლები შუაზე გავჭრათ და გავაციოთ. თევზი გავასუფთაოთ ფხებისგან (ასეთის არსეობის შემთხვევაში) და დავჭრათ კუბიკებად და ბლენდერის მეშვეობით გავაკეთოთ პიურე. კამა დავჭრათ წვრილად და არაჟანთან ერთად შევურიოთ თევზის მასაში. მიღებული კრემს დავუმატოთ მარილი, პილპილი და ლიმონის ცედრა. ჭამის წინ კრემით დავტენოთ უკვე გაცივებული პროფიტროლები.