ვინეგრეტი დამარილებული ქაშაყით

ინგრედიენტები : 1 საშუალო ზომის დამარილებული ქაშაყი, 5-6 კარტოფილი, 1 სტაფილო, 1 პატარა ჭარხალი, 2 მჟავე კიტრი, 2 კვერცხი, 1 პატარა ქილა დაკონსერვებული ბარდა, 4 ს/კ ზეთი, კამა, მარილი გემოვნებით

მომზადება: ქაშაყი 5-6 საათით ჩავალბოთ ცივ წყალში. მერე გავასუფთაოთ და მოვაჭრათ თავი და კუდი, გავატყაოთ და დარჩენილი ფილე დავჭრათ კუბიკებად. კარტოფილი, ჭარხალი და სტაფილო ცალ-ცალკე მოვხარშოთ, გავთალოთ და დავჭრათ კუბიკებად. კერცხები მოვხარშოთ, გავფცქვნათ და დავჭრათ კუბიკებად. ყველაფერი ერთმანეთში გადავურიოთ, დავუმატოთ ბარდა და შევკმაზოთ მარილით და ზეთით.  მზა სალათას თავზე წვრილად დაჭილი კამა მოვაყაროთ

გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე კომენტარი