ვინეგრეტი ხორცით

ინგრედიენტები : 200 გრ ოხარშული საქონლის ხორცი, 3-4 კარტოფილი, 1 ჭარხალი, 2-3 მჟავე კიტრი, ½ ქილა მაიონეზი, 2 ს/კ ზეთი, კამა, პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება: ხორცი დავჭრათ კუბიკებად. კარტოფილი მოვხარშოთ და დავჭრთ კუბიკებად. ჭარხალი მოვხარშოთ, გავთალოთ და დავჭრათ ჩხირებად. კიტრი დავჭრათ კუბიკებად. ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ ზეთი და მაიონეზი. მზა სალათა მოვრთოთ კამის ტოტებით.

გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე კომენტარი